„ბუნება შველას ითხოვს“- მანავის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა
23-04-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
„22 აპრილი დედამიწის დღეა“ - ამ სათაურით მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე - „მიყვარხარ ჩემო დედამიწავ“, გამართეს დისკუსია თემაზე - „ბუნება შველას ითხოვს“ და ფერადი ცარცებით ასფალტზე ნახატები შეასრულეს.
მოსწავლებმა ნამუშევრებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება დედამიწის მიმართ.