მაწყვალთის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა
23-04-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
თითოეული კლასის მოსწავლემ ბუკლეტები და პოსტერები დაამზადა. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს თემაზე: „ტყე ბუნების მშვენებაა“, „დედამიწა ჩვენი სახლი“, „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ და ა.შ
მასწავლებელმა, იზოლდა ზოიძემ, ისაუბრა დედამიწის დღის დაფუძნების შესახებ
მოსწავლებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზოში დარგეს ყვავილოვანი, წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები.