„დიდი მწვანე ამბები“ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში
23-04-2021

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში  სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს  და დედამიწაზე ზრუნვის  აქციას ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

დედამისწის დღის აღსანიშნავად, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა II „ა“ კლასში.

ბუნებისმეტყველებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს, წინასწარ გამზადებული კითხვარი - „როგორ გავხადო სამყარო უფრო ლამაზი?“ ასევე, ჰელიუმის ბუშტების გამოყენებით, დაამზადეს დედამიწის მოდელი. გაკვეთილზე მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და მასწავლებლებმა - ანა ტაბატაძემ და ლია მეტივიშვილმა.

ასევე დიდი „მწვანე“ ამბები დატრიალდა მეშვიდე კლასში. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, მათ მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად, გარემოსდაცვითი აქცია მოაწყო, რომლის

ფარგლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული/ბუნება II კლასში, (მასწავლებლები: ლია მეტივიშვილი, ანა ტაბატაძე). ასევე ბავშვებმა დარგეს ხეები და ამით საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს - გავუფრთხილდეთ გარემოს და არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203