ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
23-04-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

„მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია დედამიწის შესახებ. ყოველი ჩვენთაგანის ვალია გაუფრთხილდეს და მოვუაროთ დედამიწას - ის ხომ ჩვენი სახლია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ დედამიწა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ პრეზენტაცია და იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203