დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად ხეები დარგეს
23-04-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეები ამ დღისთვის საგულდაგულოდ მოემზადნენ: დახატეს პოსტერები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და დარგეს სხვადასხვა მცენარე.

სკოლის აღსაზრდელებმა ჩიტებს საკენკი დაუყარეს და მათთვის სახლებიც ააშენეს.

აქტივობას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი რუზანა სარკისიანი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203