
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონგრესზე წარმატება მოიპოვეს. მოსწავლეთა პროექტმა მათემატიკაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს:
„გაიცანით ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთა პროექტმა მათემატიკაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
პროექტის მენტორი: მათემატიკის პედაგოგი, ნათია მიმინოშვილი
მონაწილეები: ვაკო სუხიტაშვილი - X კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა.
ანი გოგია - IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა.
ელენე ციციშვილი -IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა.
ანასტასია ზურაბიანი - IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა.
მეა ზახაროვი - IX კლასი, ქართულ-ამერიკული სკოლა.
ბექა ქართველიშვილი - X კლასი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა.
კიდევ მრავალჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებებით. გილოცავთ.
უკვე მივიღეთ მოწვევა ჰონგ-კონგის საერთაშორისო ონლაინ კონფერენციიდან, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები ორ საპროექტო ნამუშევარს წარადგენენ“.
იხილეთ ფოტოები