მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მასწავლებლებმა გაამწვანეს
23-04-2021
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა დედამიწის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღნიშნეს და სასწავლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს.
აქტივობა დირექციის ინიციატივითა და პედაგოგების მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის შენობის შენება ახლახან დასრულდა, შესაბამისად, გარე პერიმეტრის მოწესრიგება აუცილებელი გახდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს