მახათაურის საჯარო სკოლაში გეოგრაფიული ვიქტორინა ჩატარდა
23-04-2021

ირაკლი ბაზაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ახლახან, მახათაურის საჯარო სკოლის VII კლასში, პედაგოგმა ასმათ ბუსხრიკიძემ, ჩაატარა საგნობრივი ვიქტორინა გეოგრაფიაში და მოსწავლეებიც აქტიურად, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტში.

დასასრულს კი, გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც გადაეცათ სიგელები. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203