
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. სკოლა სხვდასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი ატივობებით აღნიშნავს.
რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად, დედამიწის დღე აღნიშნეს და დასამახსოვრებელ თარიღადაც აქციეს. ამ დღესთან დაკავშირებით ასფალტი მოხატეს. სახალისო აქტივობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაერთვნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლა საინტერესო აქტივობების განხორციელებას მომავალშიც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები: