აქუცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ნახატების გამოფენით აღნიშნეს
23-04-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლის აღსაზრდელებმა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის თემაზე ფერადი ნახატები შექმნეს.

მოსწავლეებმა საკუთარი კრეატიული ნამუშევრები სკოლის ეზოში გამოფინეს.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203