გამოძიების დასრულებამდე სკოლების დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არ მსჯელობენ
05-12-2017
გამოძიების დასრულებამდე თბილისის N51 საჯარო სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მსჯელობა არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს როგორც აღნიშნული სკოლების დირექტორებთან, ისე სხვა სკოლის დირექტორებთანაც.
„ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და მისი დასრულების შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას მათ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლია გიგაურმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ესწრებოდა. საბჭოს წევრებმა მანდატურის სამსახურის ფუნქციაზე, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის როლსა და ამ მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე იმსჯელეს.
საკოორდინაციო საბჭოს მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, რომელსაც კვლავ შსს-ს, საქართველოს პროკურატურის, განათლებისა და მეცნიერებისა იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს