
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩაატარეს.
„მელაურის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედამიწას და დედამიწელებს მიულოცეს დედამიწის საერთაშორისო დღე და უსურვეს მათ მრავალი წელი ბედნიერი თანაცხოვრება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები