გუთურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნახატების გამოფენა გაიმართა
23-04-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

„ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოეწყო ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია დედამიწის დღის წარმოშობასთან დაკავშირებით, გაკეთდა კედლის გაზეთი, მოეწყო ვიდეოჩვენება „გამარჯობა დედამიწა“.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სხვადასხვა ჯიშის ყვავილები დარგეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203