„გარემო, ნარჩენები და მათი რეციკლირება“ - ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
23-04-2021
ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-5 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით პროექტი- „გარემო, ნარჩენები და მათი რეციკლირება“ განახორციელეს. პროექტი საინფორმაციო ხასიათის იყო და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა გარემოს დამაბინძურებლებზე და მათ უარყოფით გავლენებზე თემები დაამუშავეს, ხოლო მე-10 კლასელებმა თავიანთ ნაშრომებში ნარჩენების რეციკლირების მეთოდებზე გაამახვილეს ყურადღება.
პარალელურად, შეიქმნა ბუკლეტებიც, რომლებიც სასკოლო სივრცეში დარიგდა. ღონისძიების დამაგვირგვინებელი ეტაპი სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ მოტანილი ნერგების დარგვა იყო
„მადლობა კლასის დამრიგებლებს ( მ. კვერნაძე, ი. კვირიკაშვილი) და მშობლებს გვერდით დგომისთვის!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს