ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
23-04-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე საზოგადოების“ წევრები და მოსწავლეები დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეურთდნენ. მათ სკოლის შიდა და გარე ტერიტორიია დაასუფთავეს და ყველას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.

„22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე საზოგადოების“ წევრები და მოსწავლეები შეურთდნენ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და სკოლის შიდა და გარე ტერიტორიია დაასუფთავეს.
გავუფრთხილდეთ დედამიწას! დედამიწა ჩვენი სახლია!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203