ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მათ ბუნების მასწავლებელმა ნინო მიდოდაშვილმა აუხსნა დედამიწის დაცვისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა.
მოსწავლეებმა ნამუშევრები დაამზადეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები
იმართება.
იხილეთ ფოტოები