
„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. I-IX კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებლის, მზია ჩიქოვანის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია წარმოადგინეს და სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის საქართველოშიც.
იხილეთ ფოტოები