ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მართა და ანა ვეკუებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი და ნამუშევრები შექმნეს
23-04-2021

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა - მართა და ანა ვეკუებმა, ქიმიის მასწავლებელთან ერთად, კედლის გაზეთი დაამზადეს და ნამუშევრები შექმნეს.

„დედამიწის დღეს გილოცავთ, დედამიწელებო! - 22 აპრილს, დედამიწის დღე ჩვენს სკოლაშიც აღინიშნა.

მადლობა ჩვენს ნიჭიერ, კრეტიულ და მონდომებულ მოსწავლეებს: მართა და ანა ვეკუებს, რომლებმაც ქიმიის მასწავლებელთან ერთად იშრომეს და შექმნეს კედლის გაზეთი და ეს ნაკეთობები.

მართა მეცხრე კლასის მოსწავლეა. მან მონაწილეობა მიიღო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში „შექმენი შენი ეკოგმირი!“, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს სისუფთავე!“

სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს ამ მოსწავლეებს და მათ ქიმიის მასწავლებელს, ქალბატონ ლამზირა ონიანს გაწეული შრომისთვის და კვლავაც წარმატებებს უსურვებს!

გვახსოვდეს: დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც თითოეული ჩვენგანისგან ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება! მოვუაროთ დედამიწას!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203