„დედამიწა ჩვენი სახლია“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში კვირეული იმართება
23-04-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული - „დედამიწა ჩვენი სახლია“ იმართება.
კვირეულის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა კლასს შორის გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი - „ყველაზე საზრიანი გეოგრაფიაში“. მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს და გამოავლინეს თავიანთი ცოდნა გეოგრაფიაში.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს