„გვახსოვდეს 9 აპრილი“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლაში კლასის საათი ჩატარდა
23-04-2021

„გვახსოვდეს 9 აპრილი“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის მესამეკლასელებთან კლასის საათი ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზს და გაეგოთ დაღუპული გმირების შესახებ, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის თავი გაწირეს.

„იმისათვის, რომ მოსწავლეებმა და საერთოდ, ახალმა თაობამ, არ დაივიწყოს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი  9 აპრილი, ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3-ბ კლასში ჩატარდა კლასის საათი „გვახსოვდეს 9 აპრილი“.

მისი მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობიერებულიყვნენ რა იყო 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზი, გარკვეულიყვნენ მის დიდ მნიშვნელობაზე დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ასევე გაღვივებოდათ ამ დღეს დაღუპული გმირების მიმართ პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული. 

ეს ყვავილები მათ ხსოვნას მიუძღვნეს ბავშვებმა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, დაღუპულ გმირებს, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას!                                                                

„ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება სანამ იარსებებს ერი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203