
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საზეიმოდ აღნიშნეს. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით პლაკატები დაამზადეს, ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო და ნერგები დარგეს.
„იმ მრავალ საინტერესო და შინაარსიან ღონისძიებებს, რომლებიც არწივანის საჯარო სკოლაში ტარდება, მიემატა 22 აპრილის - დედამიწის საერთაშორისო დღის საზეიმოდ აღნიშვნა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს და მასწავლებლებს უამბეს დედამიწის დღის დაარსების და აღნიშვნის ისტორია. ბავშვებმა შექმნილი პლაკატები საზეიმო შეკრებაზე გამოიტანეს. დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. დარგეს ნერგები. ჩვენთან ეს დღე ზეიმად იქცა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები