ჯანდაცვის მინისტრი სკოლებში რეგულაციების გადახედვასა და პედაგოგთა ვაქცინაციაზე
22-04-2021
სკოლაში ინფიცირების ფაქტები იზრდება. თუმცა, მაინც ხომ არ იგეგმება რეგულაციების გადახედვა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დახურულ სივრცეში ვარჯიშობენ? - აღნიშნულ კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა:
„ეს არის ისეთი რეგულაციები, რომლის გადახედვაზე მსჯელობაც ძალიან რთულია ეპიდემიის პირობებში. ვინაიდან პირბადე - ეს არის თითქმის ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ჩვენ დღეს საუკეთესოდ გვიცავს. თვითონ სასწავლო პროცესის გამართულ მუშაობასთან მიმართებაში, რაც იგეგმება და რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, ეს არის პედაგოგების იმ ჯგუფის ვაქცინაცია, რომელსაც დღესდღეობით და თავიანთი ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე ეკუთვნით ვაქცინა. აქედან გამოვლენილი იყო 30 000-მდე პედაგოგი, რომელიც არის 55 წელს ზევით და მათ ეკუთვნით ვაქცინაცია, ასევე არის სკოლამდელი ასაკის დაწესებულებების, 10 000-ზე მეტი აღმზრდელი, რომელთაც ასევე ეკუთვნით ვაქცინაცია. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ პირების ვაქცინაცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელებას. ბავშვების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ გვრჩება ერთადერთი გამოსავალი - სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა, რომელზეც უკვე ადგილზე უნდა იზრუნოს სკოლამ და პედაგოგმა“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ზე.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203