ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს
22-04-2021
საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ია ბლაგიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.
მათ მსნენელს ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
170 წლის წინათ, 1851 წლის 12 აპრილს, თბილისში ოპერის თეატრი გაიხსნა.