
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის მე-4, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მანანა პაპიძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით პერფორმანსი მოაწყვეს. ღონისძიების ხელშეწყობისთვის პედაგოგი სკოლის დირექტორს და ყველა კოლეგას მადლობას უხდის.
„წარმოდგენა განკუთვნილი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, ბავშვებმა პლაკატების საშუალებით აჩვენეს თუ რომელ საყოფაცხოვრებო ნარჩენს რამდენი დრო სჭირდება საბოლოოდ რომ მიწაში ლპობისვის, ასევე აღნიშნეს თუ რამდენი ზღვის ცხოველი იღუპება ყოველწლიურად პლასტსმასის ნარჩენებისგან და მოუწოდეს საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ. პერფორმანსის დასრულების შემდეგ, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, გააკეთეს პლაკატი „გარემოს მდგრადი განვითარების მიზნებზე“ პლაკატზე კარგად არის ასახული, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანის ყოველი ნამოქმედარი გარემოს. აღნიშნული ღონისძიების მოწყობისათვის პედაგოგი მადლობას უხდის სკოლის დირექტორს და ყველა კოლეგას გაწეული დახმარებისთვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო