
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა, რომლის ინიციატორებიც ბიოლოგიის მასწავლებელი მარეხი მახათაძე და სპეცმასწავლებელი ნათია კობერიძე იყვნენ.
სპეცმასწავლებელმა ნათია კობერიძემ აღნიშნულ თემაზე ბავშვების ნახატების გამოფენა მოაწყო, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელმა მარეხი მახათაძემ წაიკითხა მინი-ლექცია დედამიწის დღის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა გაიაზრეს დედამიწისა და ბუნების დაცვის აუცილებლობა და ამ თემაზე საკუთარი მოსაზრებებიც გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები