
„იზრუნე გარემოზე“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაში VII-XI კლასის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ. მათ გეოგრაფიის მასწავლებელი ნანული კახიძე ხელმძღვანელობდა.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ვიდეო