ჩორჯოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
22-04-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულები აქტივობებში. გამართეს პრეზენტაცია, ისაუბრეს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ .

აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებელი თინათინ გოგობერიშვილი და ხელოვნების მასწავლებელი ტურფა ბუაძე.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203