ბორბალოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
22-04-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი და სხვადასხვა ნამუშევრები. აგრეთვე ისაუბრეს თუ როდიდან აღინიშნება ეს დღე მსოფლიოსა და საქართველოში, ისაუბრეს როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის მოფრთხილება და აღნიშნეს თითოეული ჩვენგანის ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიდ სახლზე. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203