„უკეთესი გარემო - უკეთესი მომავალი“ - შემეცნებითი გარემოსდაცვითი პროექტი ობუჯის თმის N2 საჯარო სკოლაში
22-04-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა თამარ მაქაცარიამ, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარა პროექტი „უკეთესი გარემო-უკეთესი მომავალი“. აქტივობა მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და უდავოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა აუცილებელია.

დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203