ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
22-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, თუ როდიდან აღინიშნება, წარმოადგინეს პრეზენტაციები, ნახეს ფილმები, ამის შემდეგ კი ისაუბრეს როგორ დაიცვან დედამიწა და მას სიმღერები მიუძღვნეს.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203