ბოხვაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათია ყურაშვილმა შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა
22-04-2021

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათია ყურაშვილმა შიდა დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარა.

„ტარიელ ჭანტურია - „სამშობლო“ - ეს იყო  გაკვეთილის თემა, რომელიც მე-3 კლასში ჩატარდა. პედაგოგ ნათია ყურაშვილის მიერ ჩატარებულ შიდა დაკვირვების გაკვეთილს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფი დააკვირდა.

ბოხვაურის საჯარო სკოლა გამორჩეული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მუდამ ზრუნავენ სტატუსის ამაღლებასა თუ თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203