უახლოეს პერიოდში პირველი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და სკოლებში საჭიროების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება
05-12-2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ბავშვთა ფსიქოლოგებთან და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

დარგის სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრებები სკოლებში ძალადობის პრევენციასა და კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით. ამასთან, დაისახა მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

გადაწყდა, რომ ძალადობისაგან თავისუფალი სასკოლო გარემოს განვითარებისა და თითოეული ბავშვის უსაფრთხოების დაცვისათვის, სხვადასხვა ორგანიზაციამ და უწყებამ კიდევ უფრო კომპლექსურად და შეთანხმებულად იმუშაონ.

სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის თანამშრომლობა სამინისტროსთან პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. უახლოეს პერიოდში პირველი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და სკოლებში საჭიროების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203