„გარემოზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა! ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ჩვენი უფლება!“ - გეჯეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
22-04-2021

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ღონისძიება - „გარემოზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა! ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ჩვენი უფლება!“ მიეძღვნა.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვასაზე ისაუბრეს. ღონისძიებამ მოგვიანებით ბუნებაში გადაინაცვლა.

„გეჯეთის საჯარო სკოლა ყველას ულოცავს დედამიწის დღეს. ეს ღონისძიების გზავნილია იმისა, რომ დედამიწის ზურგზე თითოეულმა ადამიანმა ბუნების მოვლასა და გაფრთხილებაში უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი. საკლასო ოთახებში დაწყებული აქტივობა გადავიდა ბუნების საამო გარემოში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203