ვაიოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
22-04-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა -„გოა“ დედამიწის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაატარა. 

„სკოლის მოქმედმა ეკოკლუბმა „გოამ“ პედაგოგ შორენა ცინცაძის ხელმძრვანელობით  დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოამზადა პრეზენტაცია თემაზე: „22 აპრილი- დედამიწის დღეა“.

პრეზენტაცია წარუდგინეს მე-5 მე-6 და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს. პრეზეტატორები ბექა გორგილაძე და ლიკა ჯაყელი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203