არწივანის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხე დარგეს
22-04-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლია შავაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე დარგეს. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203