დირექტორები ახალ რეგულაციებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებენ
22-04-2021

თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე და გორის მუნიციპალიტეტის, ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აწკარუნაშვილი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ იმასთან დაკავშირებით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება და რამდენად მზად არის  სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

შორენა ბერიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სოციალური მუშაკების ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში, ხელს შეუწყობს დროულად აღმოაჩინონ პრობლემები და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.

ცირა აწკარუნაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის, ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა სკოლაში უნდა იყოს ექიმის კაბინეტი. ჩვენი სკოლა დაინტერესებულია ამ საკითხით და შესაბამისი პირობებიც გაგვაჩნია სამედიცინო მომსახურების კაბინეტის ფუნქციონირებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203