კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი - „ტრანსცენდენტული რიცხვები“ განახორციელეს
22-04-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში სასწავლო პროექტი - „ტრანსცენდენტული რიცხვები“ განახორციელეს. 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაამუშავეს თემები: „ტრანსცენდენტული რიცხვები e და π“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთესად შეესწავლათ e და π რიცხვები, მისი აღმოჩენის ისტორია, გამოსახვის სახეები და გამოყენების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა დაამზადეს თემის შესაბამისი თვალსაჩინოებები. პრეზენტაცია მოეწყო კლასში.

პრეზენტატორები იყვნენ: აროშვილი ნია, ბეროშვილი ნინო, მღებრიშვილი ელენე, ჩიგლაშვილი მარიამი, ძულიაშვილი გიორგი, ლაზაშვილი ქეთი. მასწავლებელი - ლელა ჩიტიშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203