წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების საოცარ სამყაროში იმოგზაურეს
22-04-2021
წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პორცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები კი მუდმივად ზრუნავენ კომპეტრენციის ამაღლებაზე და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი ამჯერად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაყვალა ბუკიას გაკვეთილს დაესწრო. პედაგოგმა გაკვეთილი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების შესახებ ჩაატარა და მოსწავლეები ამ საოცარ სამყაროში ამოგზაურა. 

მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში შეაფასეს პერსონაჟები, დაახასიათეს ისინი და გაიაზრეს იგავების მთავარი სათქმელი. სკოლა წარმატებას და მრავალი საინტერესო და შემოქმედებით გაკვეთილს უსურვებს მასწავლებელს და მის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203