ეწერის საჯარო სკოლაში დედენის დღეს გამოფენა-პრეზენტაცია მიეძღვნა
22-04-2021

წალენჯიხის მუნიციაპლიტეტის, ეწერის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ეწერის საჯარო სკოლაში,  14 აპრილი  - დედაენის დღე აღინიშნა. ქართული კალიგრაფიის წრის მოსწავლეებმა მე-3, მე-5 და მე-6 კლასიდან,  მოაწყვეს ხელნაწერი ლექსის  გამოფენა-პრეზენტაცია, გივი ჩიღვინაძის ლექსის - „ანბანთქების“ მიხედვით. მესამე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია - „ოცდაცამეტი მზის სახოვანი იაკობი“, ღონისძიებას კი ხელმძრანელობდნენ პედაგოგები - მთვარისა ფიფია, თინათინ  მიქავა და ეკოკლუბ  „ხემხვაიეს“ წევრი - ანი კვარაცხელია)

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203