ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტებში. ამჯერად სკოლა მონაწილეობას იღებს პროექტში „დიდგორელი“.
„შიდა ტურის შედეგად გამოვლინდა 6 მოსწავლე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო მეორე ტურში. ხოლო მეორე ტური წარმატებით 2 მოსწავლემ დაძლია.
აპრილში დიდგორელის მესამე ტურში მონაწილეობა მიიღო X კლასის მოსწავლე ლაშა საგინაძე და XI კლასის მოსწავლე მარი პაქსაძე. ვუსურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ ფინალში გასვლასაც“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: