„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - ყუმურის სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
22-04-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლის, სალომე თვალაბეიშვილის ინიციატივით, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აქცია - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ მოაწყვეს.
აქტივობის ფარგლებში მათ დაასუფთავეს და ნარჩენებისგან გაწმინდეს სოფლის ცენტრის სტადიონის, ეკლესიისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსგავსი ტიპის აქტივობას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და გარემოს დასუფთავების აქციებს პერიოდულად განახორციელებენ.