ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად ხეები დარგეს
22-04-2021
დედამიწის დღის აღსანიშნავად, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან ერთად ეზოში ხეები დარგეს.

მოსწავლეებმა ამ აქტივობით სკოლის გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე იზრუნეს. მათ გაიაზრეს, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მოფრთხილება და პატივისცემა სჭირდება. 

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203