საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
22-04-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშრებით აქტივობები გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიუკულ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნეს კედლის გაზეთი, ისაუბრეს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებსა და მის მნიშვნელობაზე. ასევე იმყოფებოდნენ 9 აპრილის მემორიალთან და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. 

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203