ფარცხანაყანევის N1 სკოლაში გოდერძი ჩოხელის მოთხრობის განხილვა მოეწყო
22-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „მდინარეები ჩვენი სისხლ-ძარღვებია, ტყე კი ფილტვები“ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გოდერძი  ჩოხელის ნოველის -  „წერილი ნაძვებს“ გაცნობა-განხილვა მოაწყვეს. მასში სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. 

განხილვის მიზანი ბუნებისა და ადამიანის  ურთიერთკავშირის გამოვლენა იყო. მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედამიწის მწვანე საფარს გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.

აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რუსუდან კუჭუხიძე  და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირინე კოპალიანი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203