ქვილიშორის საჯარო სკოლაში რუსულ ენაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
22-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მე-5 კლასში, რუსულ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „Моя комната“.
გაკვეთილი რუსული ენის მასწავლებელმა, ლელა გოგიძემ ჩაატარა.
მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის ფარგლებში შეძლეს ტექსტის გაგება-გააზრება, შინაარსის თანმიმდევრობის მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა, ახალი ლექსიკის გამოყენებით წინადადებების დასრულება და ამ ინფორმაციის სათანადოდ გამოყენება.