ისრითის საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
22-04-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის მე-9 კლასში მასწავლებელმა, მარინა მატარაძემ ბიოლოგიაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო თემა საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
ისინი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ და თავიანთი შესაძლებლობებიც გამოვლინეს.