
ბანოჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაშვებული დროშის ქვეშ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჯერ აჭარაში სასტუმრო „ლეო გრანდში“ ტრაგიკულად დაღუპულებს, შემდეგ კი თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხსოვნას.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, ბანოჯის საჯარო სკოლაში IX- X -XI-XII კლასელებთან დისკუსია თემაზე: „ბულინგი - სასკოლო ძალადობაა!“ გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სასკოლო ძალადობის სხვადასხვა ტიპის, მისი პრევენციის ხერხებსა და მეთოდებზე.
მათ გააცნობიერეს საკუთარი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ და ერთხმად შეჯერდნენ, მთავარზე - რომ სკოლაში კეთილგანწყობილ გარემოს თავად მოსწავლეები ქმნიან, ერთმანეთთან გულწრფელი და თბილი დამოკიდებულებებით.