კერძო სკოლა „სხივის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
„ქართული ენა ღვთიური მადლით არის მირონცხებული. მისი არსებობა ჩვენთვის საუცხოო სასწაულია.
პედაგოგებმა ეკა კვესელავამ და ნანა ჭიჭაღუამ „სხივის“ პირველ და მეოთხეკლასელებთან დედაენისა და ქართული სიტყვის ფასდაუდებელ სიკეთეზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები მიუძღვნეს ქართულ გენსა და ჟღერადობას. ბოლოს კი სკოლის ეზო მოხატეს, სადაც საკუთარი დამოკიდებულებები და ემოციები ფერადი ცარცებით გამოხატეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
ბმულზე