დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
22-04-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით დედამიწის დღე აღნიშნეს. 

პედაგოგი მესამეკლასელებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე მიუთითა. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203