ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „რომეო და ჯულიეტა“ დადგეს
22-04-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებლის, რუსუდან გელაშვილის ორგანიზებით, უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ტრაგედია - „რომეო და ჯულიეტა“ დადგეს.
წარმოდგენაში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათთვის სამეჯლისო ნიღბების დამზადებაზე მე-6 კლასის მოსწავლემ, ნატალი ბრეგაძემ იზრუნა.
თეატრალური დადგმა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი გამოდგა. მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნა განიმტკიცეს. გარდა ამისა, მათ შექსპირის ტრაგედიების სამომავლოდ დადგმის სურვილიც გაუჩნდათ.
ღონისძიებაზე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები სრულად იყო დაცული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს